Friday, April 16, 2010

1.პროექტის სახელი: მცენარეთა ენდემური ჯიშები

2. პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია ზოგიერთი ქართული,ენდემური კულტურული ჯიშების –კერძოდ ვაზის, ხორბლის და ვაშლის შესახებ;

3. პროექტის სრული აღწერა: ლიტერატურული წყაროების საშუალებით შეისწავლიან აღნიშნული მცენარეების წარმოშობას,მათ წინაპარ სახეობებს,კულტურულ ჯიშებად გარდაქმნის ისტორიას. ჩაატარებენ ანალიზს ნაყოფების ქიმიურ მაჩვენებლებზე. შედეგად შეიძენენ კონკრეტულ ცოდნას და განივითარებენ კონკრეტულ უნარებს სამეცნიერო ლიტერატურული ინფორმაციის მოძიების,დამუშავებისა და მრავალფეროვანი წყაროებიდან აუცილებლის შერჩევის;

4. მონაწილეთა ასაკი: x კლასი;

5. ვადები/პროექტის ხანგრძლივობა: ორი თვე;

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მონაცემების გაანალიზება, ცხრილების შედგენა, დიაგრამების აგება;

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან ფოტოალბომს, ვიდეომასალას, ბუკლეტებს, საკუთარ ბლოგს;

8. სარგებლობა სხვებისათვის: მოპოვებულ ინფორმაციასა და თვალსაჩინოებებს გააცნობენ მოსწავლეებსა და ადგილობრივი ჯიშების გადარჩენითა და გამრავლებით დაინტერესებულ პირებს;

9. სამუშაო ენა: ქართული;

10. კავშირი საგნებთან:
1. ქიმია–შაქრებისა და ვიტამინების განსაზღრა;
2. მათემათიკა–ციფრების დამუშავება, ცხრილებისა და დიაგრამების აგება;
3. ხელოვნება–ფოტომასალის, ვიდეომასალისა და ბუკლეტების შექმნა;


11. კავშირი ეროვნულ გეგმასთან:
კვლევა–ძიების უნარის განვითარება;
ინფორმაციების
მოპოვება;
ისტ–ის გამოყენება;


12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მანანა კობალაძე–83–ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი;

13. პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა:manana.kobaladze@gmail.com

14. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი–mananakobaladze.blogspot.com